შემაჯამებელი სამუშაო N3
კლასი-6 საგანი-ჩვენი საქართველო რიცხვი- მოსწავლე-
1. რა ერქვა ერთიანი საქართველოს პირველ მეფეს?
ა.ბაგრატ III ბ.გიორგი I გ.ბაგრატ IV დ.გიორგი II
2. როდის დაიწყო „ დიდი თურქობა „ საქართველოში ?
ა.1070წ. ბ.1080წ. გ.1090წ. დ.1100წ.
3. ვინ დაამარცხა მეფე დავით აღმაშენებელმა 1121 წელს დიდგორის ველზე ?
ა.არაბები ბ.ირანელები გ.თურქ-სელჩუკები. დ.განძის ათაბაგი
4. 1195 წელს შამქორის ველზე მეფე თამარმა დაამარცხა :
ა.რუმის სულთანი რუქნ ად-დინი გ.თურქ-სელჩუკთა სულთანი მეჰმედი
ბ.არაბი ხალიფა ბუღა-თურქი დ.აზერბაიჯანის ათაბაგი აბუ-ბაქრი.
5. მონღოლებმა საქართველოს რომელი ნაწილი ჩამოაჭრეს 1266წელს და უშუალოდ დაიქვემდებარეს?
ა.იმერეთი ბ.სამცხე. გ.გორი დ.სამშვილდე
6. რამდენჯერ დალაშქრა თემურ-ლენგმა საქართველო?
ა.4-ჯერ ბ.6-ჯერ გ.7-ჯერ დ.8-ჯერ
7. ვიპოვოთ შესაბამისობა თარიღებსა და მოვლენებს შორის : (5ქ)
1.1403წ.
|
ა. შაჰ-თამაზმა მეოთხე ლაშქრობის დროს ატენის ციხე აიღო და მეფე ლუარსაბის დედა დედოფალი დარეჯანი დაატყვევა.
|
2.1453წ.
|
ბ. თურქ-ოსმალებმა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი აიღეს.
|
3. 1490წ.
|
გ. ერთიანი საქართველო დაიშალა.
|
4. 1465წ.
|
დ. ბირთვისის ციხე აიღო თემურ-ლენგმა.
|
5. 1554წ.
|
ე. გიორგი VIII დაამარცხა სამცხის მთავარმა ყვარყვარემ ფარავანთან.
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
8. ტექსტში ვიპოვოთ შეცდომები და გავასწოროთ : (8ქ)
XIII საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ აზიაში მონღოლებმა შექმნეს უზარმაზარი სახელმწიფო ჩინგიზ ხანის მეთაურობით.მისი გარდაცვალების შემდეგ ეს იმპერია 1254 წელს გაიყო ორად: ოქროს ურდოდ და ილხანტა სახელმწიფოდ.მონღოლები ბინადარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ.საქართველო მონღოლებმა დაყვეს 8 დუმნად.მონღოლების წინააღმდეგ შეთქმულებას სათავეში ჩაუდგა ცოტნე ბაგრატიონი.
შეცდომაა: სწორია:
1. 1.
2. 2.
3. 3.
4. 4.
9. შევავსოთ მრავალწერტილები: (3ქ)
თემურ-ლენგმა პირველად საქართველოს მოადგა (1).............. წელს. ის (2)............. შემოესია საქართველოს. 1403წელს ის მერვედ მოადგა საქართველოს საზღვრებს.ლენგი თურქულად ნიშნავს (3)............
{ 1386, 1387, 6-ჯერ, 8-ჯერ, კოჭლს, წითელთავიანს }
10. ვიპოვოთ შესაბამისობა : (7ქ)
1.ბაგრატ III
|
ა.სოფელ გარისთან მეფე ყიზილბაშებთან ბრძოლაში გარდაიცვალა
|
2.დავით IVაღმაშენებელი
|
ბ.მეტეხის ტაძარი ააშენა
|
3.თამარ მეფე
|
გ.მან მონღოლები საბოლოოდ განდევნა საქართველოდან.
|
4.დემეტრე II თავდადებული
|
დ.ბასიანთან დაამარცხა რუმის სულთანი
|
5.გიორგი Vბრწყინვალე
|
ე.ერთიანი საქართველოს პირველი მეფე 978 წელს ქუთაისში აკურთხეს მეფედ
|
6.სვიმონ I
|
ვ.რუის-ურბნისში მოიწვია საეკლესიო კრება
|
7.ლუარსაბ I
|
ზ.მეფე ორჯერ იმყოფებოდა ტყვეობაში,სადაც მეორე ტყვეობისას გარდაიცვალა
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
Комментариев нет:
Отправить комментарий