Общее·количество·просмотров·страницы

22. შემაჯამებელი ტესტი N 2 (9კლასი )



შემაჯამებელი სამუშაო N2       


კლასი-       საგანი-            რიცხვი-                     მოსწავლე-


1.ჯგუფს,რომელშიც ადამიანები საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან ეწოდება :


ა.არაფორმალური      ბ.ფორმალური.            გ.კოლექტიური            დ.დროებითი


2.ლიდერს,რომელსაც კარგად გამოსდის ჯგუფის წევრების შთაგონება,გამხნევება,იდეური მართვა ეწოდება:


ა.ინსტრუმენტული        ბ.ჩრდილოვანი            გ.ექსპრესიული        დ.ინოვატორული


3.ჩამოთვლილთაგან  რომელია კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივი საშუალება?


ა.სახალხო დამცველთან საჩივრის შეტანა


ბ.კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა


გ.მიმართვა პრეზიდენტს


დ.მედიატორის საშუალებით კონფლიქტის მოგვარება


4.რა ეწოდება სოციალურ ჯგუფში არსებული ქცევის წესებს,რომლებსაც ჯგუფის წევრები იცავენ?


ა.სტიგმა          ბ.ნორმა            გ.სტერეოტიპი             დ.ღირებულება


5.რა ეწოდება ადამიანების შედარებით დიდ ჯგუფს,რომელიც გარკვეულ სივრცეში სპონტანურად,ხშირად მოკლე დროით,იქმნება და მონაწილეთა მსგავსი ემოციურ-ფსიქოლოგიური განწყობა ახასიათებს?


ა.ბრბო         ბ.გუნდი              გ.საზოგადოება                   დ.პროფკავშირი


6.როგორია სახელმწიფო,რომელიც დაყოფილია მეტ-ნაკლები დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოებრივ ერთეულებად?


ა.უნიტარული     ბ.პროპორციული          გ.ფედერაციული             დ.კოალიციური


7.რომელი სტრუქტურული ერთეული არ მოქმედებს სახალხო დამცველის ოფისში?


ა.ტოლერანტობის ცენტრი                                            


ბ.საჯარო მოხელეთა დაცვის ცენტრი


გ.ბავშვისა და ქალთა უფლებების ცენტრი


დ.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი


8.ქვემოთ  ჩამოთვლილთაგან  რომელი მიეკუთვნება ფორმალურ ჯგუფს?


ა.ბრბო         ბ.საზოგადოება                  გ.კოლექტივი              დ.მაყურებელი


9.რა ტიპის კონფლიქტს წარმოშობს განსხვავება კულტურაში,რელიგიასა და იდეოლოგიაში?


ა.სტრუქტურული კონფლიქტი


ბ.ღირებულებების კონფლიქტი


გ.ინტერესთა კონფლიქტი


10.თუ ბაზარზე უამრავი მყიდველი და ერთი გამყიდველია და ფასებს ის აწესებს,რა ეწოდება ასეთ მდგომარეობას?


ა.ოლიგოპოლია            ბ.მონოპოლია    გ.კონკურენცია          დ.სრულყოფილი კონკურენცია


11.  ვიპოვოთ შესაბამისობა: (5)


1.რესპუბლიკა
მმართველობის ფორმა,როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება ერთი პირის ხელშია
2.მონარქია
ხალხის მმართველობა
3.კონსტიტუცია
კონფლიქტის მოგვარება შუამავლის მეშვეობით
4.მედიაცია

კერძო სასამართლო ,რომელიც დავებს განიხილავს.
5არბიტრაჟი
სამართლებრივი დოკუმენტი





1
2
3
4
5










12.ვიპოვოთ შესაბამისობა :  (5ქ)


1.დელევანტური
განსხვავებული შეხედულებების თანაარსებობა.
2.დივიდენტი
ადამიანები,რომლებიც კანონებს არ ემორჩილებიან.
3.ეიჯიზმი
მოგების ნაწილი,რომელსაც იღებენ აქციონერები მათ მიერ დაბანდებული კაპიტალის შესაბამისად.
4.პრულარიზმი
ადამიანთა დისკრიმინაცია მისი ასაკის გამო.
5.ომბუდსმენი
პირი,რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მიღებული საჩივრები.





1
2
3
4
5











13 .(2ქ)როგორ გესმით სიტყვა „უმუშევრობა“ და რა მიგაჩნია ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის მიზეზად?











14. გავაანალიზოთ სიტუაციური ამოცანა და ვუპასუხოთ კითხვებს: (5ქ)

   წარმოიდგინეთ,რომ ერთ-ერთ მაღაზიის წარმომადგენელს სურს მოგყიდოთ მუსიკალური ცენტრი.ამ მიზნით ის სახლში გეწვიათ და მოგიტანათ პატარა ბროშურა,რომელშიც ინფორმაციაა კონკრეტული მუსიკალური ცენტრის შესახებ.იგი,ერთი შეხედვით კარგია,მაგრამ აქამდე არასოდეს გინახავთ და არც გსმენიათ მის შესახებ.მაღაზიის წარმომადგენელი ძალიან იაფად მოგყიდით მუსიკალურ ცენტრს იმ პირობით,რომ დადებთ გრძელვადიან კონტრაქტს ამ მაღაზიასთან და არასოდეს შეიძენ მუსიკალურ ტექნიკას სხვაგან.აგრეთვე არ გექნებათ უფლება,შეიძინოთ სხვა ფირმის მუსიკალური ცენტრი ამავე მაღაზიაში.




ვუპასუხოთ კითხვებს:


1.(2ქ) მიიღებთ თუ არა წინადადებას? რატომ?


2(1ქ) თუ კი,რა დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ?


3(1ქ) რატომ არის მნიშვნელოვანი,რომ ადამიანს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა რამდენიმე ვარიანტს შორის?


4(1ქ) რატომ არის მნიშვნელოვანი ,რომ ერთხელ გაკეთებული არჩევანი არ იყოს სამუდმო და პიროვნებას ჰქონდეს გარკვეული დროის შემდეგ ახალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა?

Комментариев нет:

Отправить комментарий