შემაჯამებელი სამუშაო N1
კლასი:6 მოსწავლე: საგანი
:
1.ჩამოთვლილი გეოგრაფიული ობიექტებიდან რომელი არ მდებარეობს
კახეთში? (1ქ)
ა.ვაშლოვანის ნაკრძალი გ.შირაქის ველი
ბ.ნაფარეული დ.ნაბეღლავი.
2.მდინარე ალაზნისა
და ივრის აუზებს მოიცავს: (1ქ)
ა.თუშეთის ტერიტორია გ.ხევის ტერიტორია
ბ.კახეთის ტერიტორია დ.იმერეთის ტერიტორია
3.როგორი ტიპის
სახლები არ შენდებოდა ძველად კახეთში? (1ქ)
ა.ფიცრული გ.კრამიტიანი
ბ.ბანიანი დ.დარბაზული
4.ჩამოთვლილთაგან რომელი ტაძარი არ მდებარეობდა კახეთში? (1ქ)
ა.გრემი გ.იყალთო
ბ.ალავერდი დ. ბარაკონი.
5.ძველად კახელები ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ ვირს. დაასახელე კახეთში
ვირის სიმრავლით რომელი მხარე გამოირჩეოდა?(1ქ)
ა.თელავი გ.პანკისი
ბ.ქიზიყი. დ.მანავი
6.ვიპოვოთ შესაბამისობა : (5ქ)
1.თელავი
|
ა.მდინარე
|
2.გუდამაყარი
|
ბ.სოფელი
|
3.კაკაბეთი
|
გ.უღელტეხილი
|
4.აბანო
|
დ.ქედი
|
5.ალაზანი
|
ე.ქალაქი
|
ჩაწერე პასუხი აქ !
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
7.წაიკითხეთ ტექსტი და გაასწორეთ შეცდომები : (10ქ)
კახეთის თითქმის
ყველა სოფელში ვაზის ადგილობრივი ჯიშები იყო გავრცელებული.იქ 30-ზე მეტი ვაზის ჯიში
ჰქონდათ გამოყვანილი.განსაკუთრებით ფართოდ რქაწითელი,საფერავი და იყალთოს მწვანე გავრცელდა.კახეთში
ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება.ზამთრისთვის ყურძნის შენახვა აუცილებელი საქმე იყო.რთველის
დაწყებამდე ორი კვირით ადრე ვენახში შესანახ ყურძენს კრეფდნენ.ქიზიყში ყურძენს სპეციალურ
ჭურჭელში ,ქვევრში ინახავდნენ.ჩხურჩხელა ყურძნის მჟავე წვენისა და ფქვილის ნახარშში
ამოვლებული ნიგვზის ასხმულაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ტურისტებს შორის.
შეცდომაა: სწორია:
1. 1.
2. 2.
3. 3.
4. 4.
5. 5.
8.გავაანალიზოთ
წყარო და ვუპასუხოთ კითხვებს: (5ქ)
წყარო1. 19 საუკუნის ფრანგი მოგზაური ბარონ დე ბაი კახეთში
მეღვინეობის შესახებ;
„როდესაც საწნახელი ყურძნით ივსება,მამაკაცები დიდ აუზში
იბანენ ტერფებსა და წვივებს...
კახეთში ბევრ ღვინოს აყენებენ,ბევრსაც სვამენ,მაგრამ
არ თვრებიან“
წყარო 2. 19 საუკუნის გერმანელი მოგზაური კარლ კოხი
კახელებზე;
„კახეთში შემოგვეგება თავაზიანი მამაკაცი და ღამის გასათევად
სახლში მიმიპატიჟა... სტუმრები ჩვეულებრივ მარანში მიყავთ.ეს ის საპატიო ადგილია,სადაც
ხშირად იმართება ლხინი.... ჩემთვის გამოცანად იყო ქცეული,მიუხედავად ღვინის დამზადების
პრიმიტიული წესისა,სასმელი მაინც ასეთი კარგი როგორ გამოდიოდა „
1. როგორ ფიქრობთ წყარო 1-ის და წყარო 2-ის ავტორი კახელების რომელ თვისებებზე
ამახვილებს ყურადღებას?პასუხი დაასაბუთე (2ქ)
2. რატომ ითვლებოდა ყურძნის დაწურვა
მამაკაცების საქმედ? (1ქ)
3. როგორ ფიქრობთ რა შეიძლებოდა ყოფილიყო
მიზეზი იმისა,რომ კახელების დაყენებულ ღვინოს განსაკუთრებული ფერი და გემო ჰქონდა?
(2ქ)
1...................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
2...................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
3............................................................................................................................................................................................................................................................................................................
9.ვიპოვოთ შესაბამისობა
: (5ქ)
1.თერმული წყალი
|
ა.ირანის პროვინციის სახელწოდება
|
2.ქიზიყი
|
ბ.ღრმა,ვიწრო ხეობა
|
3.ფერეიდანი
|
გ.მარცვლეულის შესანახი ორმო
|
4.ხარო
|
დ.მიწისქვეშა წყალი
|
5.კანიონი
|
ე.კახეთის ერთ-ერთი მხარე
|
ჩაწერე პასუხი აქ !
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
მაქსიმალური ქულა
30 !
Комментариев нет:
Отправить комментарий