Общее·количество·просмотров·страницы

24. შემაჯამებელი ტესტი N 5 (9კლასი)



შემაჯამებელი ტესტი   N 5

  


საგანი -                              კლასი -              რიცხვი -                    მოსწავლე -


1.  რა ეწოდება ეკონომიკურ სისტემას, რომელშიც პროდუქციისა და მომსახურების წარმოება განაწილების გადაწყვეტილებები თვითრეგულირებადია? (1ქ)


. შერეული                                                         . გეგმიური


   ბ.საბაზრო                                                                             . კოლექტიური


2.  რომელი ნიშანი არ ახასიათებს სამართლებრივ სახელმწიფოს? (1ქ)


ა. კანონის უზენაესობის აღიარება მხოლოდ გარკვეული ჯგუფების მიერ


ბ. მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა 


გ.  სახელმწიფო ხელისუფლებათა გამიჯვნა 


დ. ხელისუფლების გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება


3. რა ეწოდება სამოქალაქო მონაწილეობის საფეხურს, როდესაც საზოგადოების წევრები და ჯგუფები განიხილავენ პრობლემის მოგვარების საუკეთესო შესაძლებლობებს და ქმნიან ერთიან კოალიციას გადაწყვეტილების მიმღებებთან ერთად? (1ქ)


. ინფორმირება                                                        . თანამშრომლობა                                                                                                                    


. კონსულტაცია                                              დ.უფლებამოსილება


4. რომელი საწარმოო რესურსია გამოტოვებული სქემაში? (1ქ)




ა.ადმინისტრაციული რესურსი                    გ. მატერიალური რესურსი


    ბ.ბუნებრივი რესურსი                                                                      


 დ.    ინტელექტუალური რესურსი


5.წაიკითხეთ ტექსტი,გაანალიზეთ და უპასუხეთ კითხვებს : (5ქ)


„მთელი ჩემი არსებით ვგმობ არაადამიანურ სისასტიკეს,მსხვერპლისადმი იმ ცინიკურ განურჩევლობას,რომლის მოწმენიც ,ჩვენდა სამწუხაროდ ,9აპრილის ღამით გავხდით.ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული თავისუფლებისაკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი.ხოლო თავისუფლებისაკენ სწრაფვა ადამიანის მთავარი თვისებაა და სხვა არაფერია ამაში არც გაუგებარი,არც მოულოდნელი,არც გადამეტებული.ეს გზა ადრე თუ გვიან , ყველა ხალხმა უნდა გაიაროს და მათ შორის რასაკვირველია ჩვენც.მაგრამ საქმეც ისაა,ვინ როგორ გაივლის ამ გზას,ანუ ბოლომდე გაივლის თუ შუა გზაში შეფერხდება,დაიბნევა,მხარი ექცევა.... სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა-გადაჩვეულმა სინათლემ,შეიძლება ისე დაგვაბრმაოს ,სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის ....’’ (ოთარ ჭილაძე,რადიოგამოსვლა,1989წ.11აპრილი)





1.რატომ უნდა გვახსოვდეს 9აპრილის გმირები ? (1ქ)


......................................................................................................................................................................................................................................................................................................................


2.რა იყო მათი პროტესტის მიზანი ? (1ქ)


......................................................................................................................................................................................................................................................................................................................


3.ადამიანის რომელ უფლებას იცავდნენ ისინი და რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ უფლების დაცვა ? (2ქ)


.................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................





4.  ...... სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა-გადაჩვეულმა სინათლემ,შეიძლება ისე დაგვაბრმაოს ,სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოცნდეს ჩვენთვის .... - როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს ტექსტის ავტორი ამ სიტყვებში ? (1ქ)


.................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................





6.გამოიყენეთ ჩამოთვლილი ტერმინები და ააგეთ მსჯელობა ბულინგის თემაზე. (დისკრიმინაცია,კონფლიქტი,ადამიანის უფლებები,სტიგმა, დიალოგი, პატივისცემა )  ( 3ქ)


.......................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

Комментариев нет:

Отправить комментарий