Общее·количество·просмотров·страницы

21. შემაჯამებელი ტესტი N3 (9კლასი)





შემაჯამებელი სამუშაო N3 

კლასი-    9                                     მოსწავლე-

1.ქვემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტებიდან რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება

ქცევის სავალდებულო წესის დადგენა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა?

ა.სახელმწიფოს                                           გ.კონტროლის პალატის

ბ.სასამართლოს                                        დ.მთავრობის

2.რომელ წელს იქნა მიღებული საქართველოს პირველი კონსტიტუცია?

ა.1995წ             ბ.1922წ.          გ.1921წ                   დ.1933წ.

3.სახელმწიფო მმართველობის ფორმების მიხედვით განასხვავებენ:

I-მონარქიულ მმართველობას                    II-რესპუბლიკურ მმართველობას

III-დემოკრატიულ მმართველობას

ა.სწორია მხოლოდ  I                              გ.სწორია მხოლოდ III

ბ.სწორია მხოლოდ  II                            დ.სწორია მხოლოდ    I   და  II

4.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფუნქცია განეკუთვნება ქვეყნის საშინაო ფუნქციას?

ა.ეკონომიკის განვითარება

ბ.თავდაცვა სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში

გ.ქვეყნის საგარეო ვაჭრობის წარმართვა

დ.NATO-ს წვრთნებში მონაწილეობის მიღება

5.სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის მიხედვით არ განასხვავებენ:

ა.მარტივ ანუ  უნიტარულ სახელმწიფოს

ბ.რთულ ანუ ფედერაციულ სახელმწიფოს

გ.დემოკრატიულ სახელმწიფოს

6.როგორი შეიძლება არსებობდეს კონსტიტუცია მოქმედების ვადის მიხედვით:

ა.მყარი და მოქნილი                               გ.დაწერილი და დაუწერელი

ბ.დროებითი და მუდმივი                     დ.მყარი და მუდმივი

7.სად შეიქმნა პირველი პარლამენტი,როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო?

ა.ინგლისში                                                  გ.დანიაში

ბ.საფრანგეთში                                        დ.იტალიაში

8.რომელი ისტორიული ფიგურის იდეა იყო საქართველოში პარლამენტის მსგავსი ორგანოს შექმნა?

ა.კრავაი ჯაყელის                                           გ.ყუთლუ არსლანის

ბ.ხვაშაქ ცოქალის                                დ.დავით აღმაშენებლის

9.რომელი წლიდან დაინერგა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი?

ა.2007წ.                                             გ.2013წ.

ბ.2010წ                                               დ.2009წ.

10.რვეულის ერთ მხარეს მოცემულ მმართველობას შევუსაბამოთ მეორე მხარეს მოცემული მახასიათებლები:

1.მონარქია
ა.ახასიათებს პრეზიდენტის წამყვანი როლი
2.საპარლამენტო რესპუბლიკა
ბ.წარმოადგენს ერთგვარ ნაერთს საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობისა
3.შერეული მმართველობა
გ.ხელისუფლების წყაროა ერთი პირი
4.საპრეზიდენტო რესპუბლიკა
დ.ახასიათებს პარლამენტის უმაღლესობა



1
2
3
4







11.როგორ ფიქრობთ , რისთვის არის აუცილებელი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა ?(1ქ)









12.როგორ ფიქრობთ,როგორი უნდა იყოს კარგი მოქალაქე.ჩამოთვალეთ ყველა ის ღირებულებები,რომელიც თქვენი აზრით კარგ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს? (2ქ)









13.თქვენი აზრით , ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული და ვის შეიძლება უარი ეთქვას ნაფიც მსაჯულობაზე? (2ქ)

Комментариев нет:

Отправить комментарий