Общее·количество·просмотров·страницы

2. შემაჯამებელი ტესტი N (2018წელი,სამოქალაქო განათლება)















შემაჯამებელი სამუშაო N 1
საგანი - 
 კლასი-                           რიცხვი-

დავალება 1. შეაფასე ცხრილში მოცემული ინფორმაცია და შეავსე ცხრილი „სწორია - არასრორია „
სწორია
     გავლილი მასალიდან წინადადებები


არასწორია
1.
1.გაერომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ხელი მოაწერა 1989წ.

1.
2.
2.თანასწორობა არის ადამიანის მდგომარეობა,რომელიც უყალიბებს შეგრძნებას,რომ მასაც სხვებივით აქვს უფლებები და ის თავისი სამართლებრივი სტატუსით უთანაბრდება სხვა პირებს.
2.
3.
3.საფრანგეთში შეიქმნა დოკუმენტი,რომელმაც მომდევნო ისტორიის მსვლელობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ჯერ ამ ქვეყანაში ,ხოლო მოგვიანებით მთელ მსოფლიოში.
3.
4.
4.“თავისუფლების დიდი ქარტია“ უკრძალავდა მეფეს ახალი გადასახადების შემოღებას მისი ქვეშევრდომების საბჭოს თანხმობის გარეშე
4.
5.
5. “თავისუფლების დიდი ქარტია“ მიღებულ იქნა 1315წელს

5.
6.
6.ქართული პარლამენტის დაარსების მცდელობას ადგილი ჰქონდა 1184წელს თამარის გამეფების  შემდეგ.

6.
7.
7.თავისუფლება ადამიანების მარადიული მოთხოვნილებაა და დემოკრატიის პირველი ცდები ჯერ კიდევ საბერძნეთსა და რომში იყო.
7.
8.
8.რასიზმი არის საზოგადოების გარკვეული ნაწილის რწმენა იმისა,რომ რასა,კანის ფერი,ენა,რელიგია,ეთნიკური წარმომავლობა შეიძლება იყოს დისკრიმინაციის საფუძველი.
8.
9.
9.გაერომ 1948წელს გამოსცა კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ.

9.
10.
10.საიდუმლო ინფორმაციით ითვლება ინფორმაცია თანამდებობის პირის სახელფასო განაკვეთის შესახებ.
10.
11.
11.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია სხვა ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.
11.
12.
12. 16წლის ასაკიდან არასრულწლოვან პირს აქვს შესაძლებლობა იქორწინოს მშობლის ან მეურვის თანხმობით.

12.
13.
13.საქართველოს პირველი კონსტიტუცია შეიქმნა 1922წელს.

13.
14.
14. „მაგნა ქარტა“ იგივეა,რაც თავისუფლების დიდი ქარტია

14.
15.
15.საქართველოს კანონმდებლობით პირს 28 წლის ასაკიდან აქვს უფლება იმუსაოს მოსამართლედ.

15.
16.
16.კორუფცია ლათინური სიტყვაა და სხვა დანაშაულისგან განსხვავებით გულისხმობს ორი მხარის მონაწილეობას,იგი არის ძალაუფლების გამოყენება პირადი სარგებლობისთვის
16.
17.
17.არჩევნების ლეგიტიმურობის ორი აუცილებელი პირობის არსებობაა საჭირო: 1)არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მისვლა .2) სამართლებრივი ორგანოების ეფექტური მუშაობა
17.
18.
18.ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციას წარმოადგენს ადგილობრივი ქონებისა და ბიუჯეტის მართვა.

18.
19.
19. საპარლამენტო რესპუბლიკის წყაროა ერთი პირი,რომლისთვისც ხალხის ნება და ინტერესი განმსაზრვრელი არ არის.
19.
20.
20. შერეული მმართველობა წარმოადგენს ერთგვარ ნაერთს საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობისა.
20.


მაქსიმალური ქულა 20.

Комментариев нет:

Отправить комментарий